მავნე პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივი ევოლუცია მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებში უსაფრთხოების სპეციალისტებს მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის, მათ შორის საქართველოშიც. ამ ვებინარში, გაგიზიარებთ სიახლეებს Picus Security-ისა და SANS-ის უსაფრთხოების ექსპერტების მიერ გამოკვლეულ გზებზე, რომლებსაც მიმართავენ უახლესი მავნე პროგრამული უზრუნველყოფები, რათა თავი აარიდონ უსაფრთხოების კონტროლებს, ასევე მოგიყვებით თუ როგორ აღმოვაჩინოთ არააშკარა და ფარული შეტევები.
Cloudflare არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანია, თქვენი ინტერნეტთან ურთიერთობა გახადოს დაცული, უსაფრთხო, სანდო და სწრაფი. ვებინარზე ყურადღებას გავამახვილებთ API Shield-ზე, უსაფრთხოების ხელსაწყოზე, რომელიც იცავს API ტრეფიკს შეტევებისგან, რომლებიც შექმნილია მონაცემების წასაშლელად ან სხვა არაავტორიზებული ქმედებების განსახორციელებლად.
გსმენიათ Human Firewall მიდგომის შესახებ? ჩვენს ვებინარზე გაიგებთ, თუ როგორ შეუძლია KnowBe4-ის ინოვაციურ ტრენინგ გადაწყვეტილებებსა და ფიშინგ სიმულაციებს გარდაქმნას თქვენი გუნდი ადამიან ფაერვოლებად, რაც ქმნის მტკიცე დაცვას კიბერშეტევებისგან.
უსაფრთხოების გარანტია ეფექტურად განაწილებულ წვდომის უფლებებში იმალება. ჩვენს ვებინარზე კი აღმოაჩენთ, თუ რა არის, როგორ მუშაობს და რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი Senhasegura PAM-ის სასარგებლოდ.
2001 წელს ეჯაილ მანიფესტის გამოქვეყნებიდან ხანმოკლე პერიოდში, ციფრული პროდუქტების შექმნის ახალი მიდგომიდან, ეჯაილი იქცა გლობალურ ტრენდად, რომელმაც მოიცვა ადამიანის და საზოგადოების საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფერო. რატომ უნდა იფიქროს ორგანიზაციამ ეჯაილ ტრანსფორმაციაზე? რა გამოწვევების წინაშე დადგება და რა უკუგებას უნდა ელოდებოდეს? რა გლობალური ტრენდებია ეჯაილში და როგორი გავლენა აქვს პანდემიას ეჯაილ მიდგომებზე?
SentinelOne ინოვაციური კომპანიაა, რომელიც ქმნის ML/AI ორიენტირებულ EPP + პროაქტიულ EDR პლატფორმას. სენტინელმა MiTRE Engenuity ATT&CK Evaluation 2020-ზე რეალური შეტევების სიმულაციის დროს საუკეთესო შედეგი აჩვენა.