საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და აუდიტი
ვნერგავთ მომავალზე ორიენტირებულ მართვის სისტემებს, რათა თქვენი ორგანიზაცია იყოს არა მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან, არამედ უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტი გაუმჯობესების ლიდერი, რაც პარტნიორების ნდობისა და კონკურენ ტული უპირატესობის საფუძველია.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (იუმს/ISMS)
ჩვენი ექსპერტები უზრუნველყოფენ თქვენი ბიზნესის შესაბამისობას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან. ჩვენ ვმართავთ ინტეგრაციის სრულ პროცესს, რათა თქვენმა ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეროვნული სტანდარტები და ISO/IEC 27001-ის მოთხოვნები.
ვემსახურებით კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების სამივე კატეგორიას - სახელმწიფო ორგანიზაციებს (I კატეგორია), ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს (II კატეგორია) და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს (III კატეგორია) და უზრუნველვყოფთ კანონიდან გამომდინარე სრულ მსახურებას.
შიდა და გარე აუდიტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან რისკ ების მართვაზე ორიენტირებული მიდგომით. თქვენი საჭიროების მიხედვით გთავაზობთ: ინფორმაციული უსაფრთხოების სავალდებულო პერიოდულ გარე აუდიტს, რომლის დასკვნაც, დამოუკიდებელ და მიუკერძოვებელ შეფასებას იძლევა. ასევე, დეტალურ შიდა აუდიტს, რომელიც წინასწარ ავლენს და აღმოფხვრის უსაფრთხოების ნებისმიერ რისკსა და სისუსტეს. ორივე შემთხვევაში თქვენ იღებთ ზუსტ სურათს თქვენი მართვის სისტემის მდგრადობასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
საერთაშორისო ISO სტანდარტებზე დაფუძნებული სერტიფიცირების მხარდაჭერა ორგანიზაციებისთვის
საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მიღწევა კიდევ უფრო მარტივი ხდება ჩვენი ექსპერტული მხარდაჭერით. საქართველოში ჩვენ გერმანული წამყვანი მასერტიფიცირებელი ორგანოს TÜV NORD-ის ერთადერთი პარტნიორი ვართ - შესაბამისად, თქვენი ორგანიზაცია პირდაპირ წვდომას იღებს მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიცირებაზე. ვმართავთ მთელ პროცესს საწყისი ხარვეზების ანალიზიდან (GAP Analysis) დასკვნით აუდიტამდე და გეხმარებით პრესტიჟული ISO/IEC 27001, ISO 22301, ISO 2000-1, ISO 9001 სერტიფიკატისა და სხვა საერთაშორისო აკრედიტაციების მოპოვებაში.
ხარვეზების ანალიზი, შესაბამისობის შეფასება და დანერგვა
უზრუნველვყოფთ თქვენი ორგანიზაციის შესაბამისობას რისკების მართვაზე დაფუძნებული შეფასებების მეშვეობით, რომელიც პასუხობს როგორც ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი გუნდი იწყებს საწყისი ხარვეზების ანალიზით (GAP Analysis), რომელიც ზუსტად ავლენს, სად ჩამორჩება თქვენი არსებული პროცესები მოთხოვნებს, შემდეგ აფასებს შესაბამისობის დონეს და გეხმარებათ საჭირო კონტროლის მექანიზმების სრულ დანერგვაში - სანამ თქვენი ორგანიზაცია მზად იქნება დასკვნითი შეფასებისთვის.
პროფესიული სწავლება და მომზადება საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის
გააღრმავეთ თქვენი გუნდის ცოდნა და მოამზადეთ ისინი საერთაშორისო აღიარების მქონე ISO სერტიფიკატების მოსაპოვებლად. ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ინდუსტრიის გიგანტებთან - TÜV NORD-სა და PECB-სთან, რაც გარანტიას იძლევა, რომ მომზადება ეფუძნება უახლეს, გლობალურად აღიარებულ მეთოდოლოგიებს. წამყვანი ექსპერტები უზრუნველყოფენ თქვენი თანამშრომლებისთვის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას.